რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა იმერეთში მიმდინარე პროექტები მოინახულეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:12, 03 Aug, 2014     2572
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, იმერეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები მოინახულეს. მინისტრებმა მხარის რწმუნებულთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი განახორციელეს. რაიონში ამ ეტაპზე ზეგანი-საკრაულას 21 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტში ასევე ხორცილდება 4 მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება. 8 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. აღნიშნული გზის მონაკვეთები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.

“ამ ეტაპზე სოფელ საკრაულაში 4,5 კმ-იანი მონაკვეთზე იგება ასფალტი. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ამ ადგილას არასოდეს არ ყოფილა ასფალტის საფარი. მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 21 კმ. და მომავალ წლებში დაგეგმილია გზის სრულად რეაბილიტაცია” - განაცხადა დავით შავლიაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მდებარე თხილის გადამამუშავებელი ქარხანაც მოინახულეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი საწარმოს მუშაობას პირადად გაეცნო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 250 ლარია. ქარხანა თხილის ექსპორტს ძირითადად გერმანიაში ახორციელებს.

“ასეთი ტიპის საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ადგილზე დასაქმებულია 70 ადამიანი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისასალმებელია, რომ საწარმო გაფართოებას გეგმავს” - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სამინისტროების წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი სტიქიის შედეგად დაზარებული სოფელ ამაღლების მოსახლეობასაც შეხვდნენ. ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითებზე შეკითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42