ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება
სპორტი - 15:12, 02 Aug, 2014     4594
ქართველი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი თემურ დადიანი, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ფეხი დაკარგა, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

22 წლის დადიანი რეკორდების წიგნებში მოხვედრას ერთ–ერთი უიშვიათესი ფიზიკური ვარჯიშის – ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით აპირებს, რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კიყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ–ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასოდეს დამყარებულა.

თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურმა ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეასრულოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება და წარმატების შემთხვევაში ადგილზე დაადასტურებს ქართველი ჯარისკაცის შედეგს.

თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. აგრეთვე, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42