მთავრობის წევრები ვანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ
საზოგადოება - 13:19, 02 Aug, 2014     1652
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ვანის რაიონში სტიქიით დაზარელებულ სოფლებში მიმდინარე აღდგენით სამუშოებს ადგილზე გაეცნენ.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ვანის რაიონის მოსახლეობა დააზარალა, დაიტბორა სოფლები, ადიდებულმა მდინარემ სოფელ ინაშაურში ხიდი წაიღო. მინისტრებმა და მხარის გუბარნატორმა ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემები განიხილეს.

„უპირველეს ყოვლისა, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო. პირველივე დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის ადგილზე ჩამოვიდნენ. მნიშვნელოვანი იყო ზარალისაღწერა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სასოფლო-სამეურნეო კუთხით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ერთობლივად სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლის პროცესში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი ხიდის აღდგენითი სამუშაოების პროექტირება, გათვლილია სავარაუდო ბიუჯეტი და უმოკლეს ვადაში მიყენებული ზარალი აღმოიფხვრება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა.

როგორც იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლადდანიშნული მინისტრების პირველი გასვლა რეგიონში სწორედ იმერეთის სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შედგა. მინისტრების ეს ვიზიტი მოსალხეობისთვის განსაკუთრებული მხარდაჭერა იყო.

მთავრობის წარმომადგენლებმა სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42