თბილისში 300-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება
საზოგადოება - 19:49, 01 Aug, 2014     3432
სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უკვე განხორციელების ფაზაშია და მშენებლობისთვის საჭირო პროექტზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მოხდეს, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით თბილისში 300 ადგილიანი თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.

საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5-6 მილიონი ლარია, თუმცა საბოლოო ღირებულება პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. პროექტირების ფაზა 2 თვიანია, მისი ღირებულება კი 98727 ლარია.

გარდა 3 საცხოვრებელი კორპუსისა პროექტით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი კორპუსის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციული შენობა იქნება განთავსებული. პროექტის ფარგლებში გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინი პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ მოეწყობა, შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება.

საერთო საცხოვრებელი თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. სამშენებლო მოედანი ჯამში 15653 კვ მეტრია, სამშენებლო ფართი კი 5200 კვ მ .

საქართველოს მთავრობის მიზანია პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42