დამნაშავე პირები მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს - სპორტის სამინისტრო
სპორტი - 16:03, 01 Aug, 2014     3433

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსტრო ბაქოში მომხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტის სამინისტრო გმობს ბოლო დროს საქართველოს სპორტული კლუბების მონაწილეობით საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე წესრიგის დარღვევებსა და სხვა ინციდენტებს.

„ხსენებულ სპორტულ ღონისძიებებზე დაფიქსირებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საზოგადოების მიმართ გამოხატული უპატივცემულობა, წვრილმანი ხულიგნობა არის ადამიანთა ვიწრო ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო თითოეული დამნაშავე პირის მიმართ უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ფაქტები ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სპორტულ პრინციპებს, სპორტულ ეთიკასა და ევროპის გულშმატკივართა ქარტიას.

საქართველოში გულშემატკივრობის დიდი ტრადიციებია, რომელთაც აგრესიასა და ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს. ხსენებული ინციდენტები საფრთხეს უქმნის არამარტო გულშემატკივრობის ჩვენ ტრადიციებს, არამედ სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა უსაფრთოხებასა და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებს, რომელთაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ხსენებული ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია ფედერაციებმა და კლუბებმა გულშემატკივრებთან და სპორტსმენებთან უზრუნველყონ შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა.

თავის მხრივ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებზე მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის ევროპის კონვენციის მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაში. ასევე, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს და უეფა-ს შესაბამის უწყებებთან, რათა ხელი შევუწყოთ სპორტულ შეჯიბრებებზე გამოვლენილ პრობლემებზე მყისიერ რეაგირებას. ამასთან ერთად, ხსენებულ უწყებებთან სამინისტროს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42