''ქართული სპორტის ქომაგები'' ბაქოში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
სპორტი - 15:32, 01 Aug, 2014     3585

''ქართული სპორტის ქომაგები'' ბაქოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ''ქართული სპორტის ქომაგები'' მკაცრად ემიჯნებიან ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს.

„ჩვენ ინტერესებში შედის მხოლოდ ქართული სპორტის ქომაგობა და ქვეყნის სახელის დაცვა,საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

მოგახსენებთ, რომ ბანერი,რომელზეც გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუქა, არ დამზადებულა კონკრეტულად ამ მატჩისთვის. აღნიშნული ბანერი ერთი წლის წინ დამზადდა და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ თან გვქონდა.

ბანერზე დატანილია ოთარ ჭილაძის სიტყვები:- "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია"- ამ სიტყვების არსსა და შინაარს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად იზიარებს. მსგავსი დემონსტრაციული საქციელით ჩვენ გვსურდა ქართველი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი ისტორიული მიწების არსებობის შესახებ.

ბანერზე მკაფიოდ არის გამოსახული საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოება (აფხაზეთი და სამაჩბლო) , ხოლო დანარჩენილი ნაწილი ნაჩვენებია, როგორც დაკარგული ტერიტორიები.

ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ჩვენს ორგანიზაციას ნუ გააგივებენ მაპროვოცირებელ ძალასთან.

ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა და ამით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უთანხმოების წარმოშობა.

გვინდა გამოვეხმაუროთ აზერბაიჯანული მხარის ერთ-ერთ ბრალდებას, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი გულშემატკივარი სკანდირებდა სომხეთს. აღნიშნული ფაქტი არის სიცრუე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ფაქტი ქართველი ქომაგების ტრიბუნაზე არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება.

ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებმაც ნაცვლად საკუთარი გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვისა , მოგვიხსენიეს კლუბის ინტერესების შემლახველ ძალად და ბრალი დაგვდეს ვაი გულშემტკივრობაში. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე ასეული წევრი აქტიურად უჭერდა მხარს საჩხერის "ჩიხურას" თბილისურ მატჩებში. გვინდა შევახსენოთ კლუბის ხელმძღვანელობას, ჩვენი მოთხოვნა თურქულ "ბურსასპორთან" დაპირისპირების დროს, როდესაც სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა იმპერიალისტური ბანერი გადმოფინეს ტრიბუნაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა უგულებელვყოფილი იყო ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, მსგავსი აქტიური და მტკიცე პოზიცია აღნიშნულ ფაქტზეც რომ ჰქონოდათ.

"ქართული სპორტის ქომაგები" მადლობას ვუხდით, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და მის წარმომადგენელს ჰამლეტ ჰუსეინოვს, საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს, ნუგზარ დეკანოიძეს და განსაკუთრებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელძღვანელ პირებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ორგანიზაციის წევრების დროულად გათავისუფლებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42