ბაქოში მომხდარი ინციდენტის დეტალებს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი იხსენებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის და თავისი ოპერატორი ქართველი გულშემატკივრების გადაღებას აპირებდნენ, რა დროსაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
„თამაშის დასრულების შემდეგ მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით გარეთ, სადაც გვინდოდა გადაგვეღო ქართველი გულშემატკივრები. ამ დროს დავინახეთ, რომ აზერბაიჯანელი სამართალდაცვემელი მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჩვენ აღნიშნულ ფაქტს ვიღებდით, რა დროსაც აზერბაიჯანელი სამართალდამცველები მოცვივდნენ ჩვენთან, ჩაგვტენეს მანქანაში და წაგვიყვანეს განყოფილებაში, სადაც აღნიშნული მასალა მთლიანად წაგვიშალეს“, - აცხადებს სანდრო გოჩაშვილი.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ გულშემატკივარს შორის დაპირისპირება სტადიონზე გამოწვეულმა რუქამ გამოიწვია, გოჩაშვილი ვერ ადასტურებს.
„როგორც ვიცი თბილისში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოფენილი რუქა. მე არ შემიძლია ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ, რადგან ჩვენი დაკავების შემდეგ სამართალდამცველები გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს - თუ ვინ სკანდირებდა სომხეთს. ნახევარი საათი ვიყავით განყოფილებაში, რის შემდეგაც გაგვათავისუფლეს“, - განაცხადა გოჩაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






