„პლაკატს და მის კონტექსტს, ამას ყველაფერს, თამაშთან და თამაშის პროცესთან არასდროს არ უნდა ჰქონდეს არანაირი შეხება, შეიძლება ამის გამო დაისაჯოს ჩვენი გუნდი, რომელიც საკმაოდ წარმატებით გამოდის“,- განაცხადა „ნიუპოსტთან’ საუბრისას რეზი არველაძემ.
არველაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ელხან და მაილ მამედოვებს.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ახლო მეგობრებს აზერბიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს ელხან მამედოვს და თბილისში სოკარის წარმომადგენლობის ხელძღვანელს მაილ მამედოვს, დიდი მადლობა გადავუხადო. მათთან ღამის 2-3 სათამდე სატელოფონო ხაზზე ვიყავით, სანამ ბოლო დაკავებული გულშემატკივარი არ გაათავისუფლეს. ჩვენ იმდენად კარგი, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს, რომ ერთი წამითაც კი არ მიუტოვებიათ ჩვენი დელეგცია. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს უკანანსკენლი შემთხვევა, ახლა ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი თამაში გავაქვს თბილისში, ვეთამაშებით ჩვენი ძალიან ახლობელი ქვეყნის წარმომადგენელს და ბუნებრივია, ეს მაღალ დონეზე ორგანიზებული და დაცული უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვენლოვანი“,- აღნიშნა რეზი არველაძემ.
არველაზე „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, რომ შემდეგში, მსგავსი იცნიდენტების ასაცილებლად აუცილებელია ზომების გამკაცრება.
„უნდა გამკაცრდეს სტადიონზე შესვლის დროსაც და თვითონ თამაშის მსველობის დროსაც წესები. დაცვა უფრო მობილიზებული და უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს და შესაბამისად შესაძლოა მათი რაოდენობც გაიზარდოს“, - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, არეულობა მატჩის დროს ქართველების მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია, სადაც შემდეგი სიტყვები ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია", ასევე ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული, სადაც კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა.
ამ ეტაპზე, ინციდენტის დროს დაკავებული ყველა გულშემატკივარი გათავისუფლებულია.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






