ტრაგედია არა თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, არამედ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობების ილუზიაა - გურამ ჩახვაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:35, 31 Jul, 2014     3033
რუსეთის ამ ნაბიჯს საფუძველად, როგორც ამ ქვეყანას ზოგადად ჩვევია პოლიტიკური და არა სამართლებრივი ან ეკონომიკური მიზეზი უდევს, - ასე აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე ,,ნიუპოსტთან“ საუბარში რუსეთის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ორმხრივი შრთანხმების დარღვევას.

,,რუსეთი რომ საერთაშორიოსო და ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებებს, რბილად რომ ვთქვათ პატივს არ სცემს, საქართველოსთან მიმართებაში 2006 წელს გამოჩნდა, როდესაც მან ერთპიროვნულად, ქართულ მხარესთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ჩაკეტა რუსული ბაზარი, რითაც დაარღვია ორმხრივი შეთანხმების დებულება, რომელიც ავალდებულებს მხარეებს გამართონ მოლაპარაკებები. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც, როცა რუსეთი ცალმხრივად, მოლაპარაკებების გვერდის ავლით აჩერებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რა თქმა უნდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება ტრაგედია არ არის. ტრაგედიაა ილუზია, რომ რუსეთთან ამ პირობებში შესაძლებელია ცივილიზებული ურთიერთობა. რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობის თუ დალაგების პერმანენტული დეკლალირების ფონზე, რუსეთის ამგვარი ქმედება შეურწყმყოფელია“, - აცხადებს ჩახვაძე.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება ისევე როგორც თავის დროზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასი გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელი არ უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად მაინც, რადგან 1994 წელს როცა რუსეთი ხელს აწერდა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, დათანხმდა და პროტესტი არ განუცხადებია შეთანხმების დებულებაზე, რომლის თანახმად როგორც რუსეთი ასევე საქართველო იტოვებდა უფლებას გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ,,რუსეთისგან განსხვავებით ეს პრინციპი საქართველომ დაიცვა, მაგალითად როდესაც რუსეთი გაწევრიანდა ცალკეულ საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში, რომლის წევრი საქართველო არ არის“, - მიიჩნევს ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი.

ჩახვაძე რუსეთის გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ რუსეთის შეშფოთების მიზეზი რეალურად არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, არამედ საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე გავლენის დაკარგვაა.

,,რუსეთის ამ ნაბიჯს საფუძველად, როგორც ამ ქვეყანას ზოგადად ჩვევია პოლიტიკური და არა სამართლებრივი ან ეკონომიკური მიზეზი უდევს. მაშინ როცა რუსეთს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გააჩნია ევროკავშირთან კარგახნის ასოცირებულ ქვეყნებთან, მაგალითად როგორიცაა ისრაელი, თურქეთი, ეგვიპტე, სერბეთი, ასევე სურვილი აქვს შექმნას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული რუსეთის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა საფრთხის შემცველია რუსეთის ეკონომიკისათვის. რუსეთის შეშფოთების ნამდვილი მიზეზი, ამ ქვეყნის გავლენის დაკარგვაა საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე. რუსეთი ვერ ეგუება დამოუკიდებელ საქართველოს, თუმცა მოუწევს, რადგან დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა არა რუსეთის კაპრიზების არამედ ისტორიული კანონზომიერების კარნახით ვითარდება.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული შეთანხმება ორმხრივია. თუ რუსეთი გამოიყენებს საქართველოს მიმართ გაზრდილ საბაჟო ტარიფებს, გადასახადებსა თუ მოსაკრებლებს, ქართული ექსპორტს დაუწესებს რაოდენობრივ შეზღუდვას, საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება ანალოგიურ ზომებს მიმართოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ახალ რეალობაში რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის რეჟიმი საერთაშორისო ნორმების პირობებში მოხდება“, - აღნიშნავს ჩახვაძე.

მისივე თქმით, შეთანხმების შეჩერება ასევე იმოქმედებს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორის სომხეთის რუსეთში ექსპორტზე.

,,რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება გავლენას არ იქონიებს მარტო ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. კერძოდ ამ შეთანხმებით, ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას დაეცვათ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპი. ანუ ამ შემთხვევაში საქართველო ვალდებული იყო მესამე ქვეყნისთვის შეექმნა ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობები რუსეთში საქონლის ექსპორტისთვის. ამდენად ამ შეთანხმების შეჩერება საქართველოს ათავისუფლებს ტრანზიტის ლიბერალური რეჟიმისაგან, რამაც შეიძლება გააძვიროს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის ექსპორტი რუსეთში“, - აცხადებს ჩახვაძე.

ამასთან, ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ საქართველოს მზად უნდა იყოს სავაჭრო ომისთვის. მისივე თქმით, საქართველომ ამ ფონზე აქცენტი უნდა გააკეთოს საერთაშორისო არენაზე.

,,რუსეთი გააგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. საქართველო მზად უნდა იყოს სავაჭრო ომისთვის, უკრაინისა და მოლდოვის ანალოგიურის. რუსეთი დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს გააჩერებს, ხვალ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალში აღმოაჩენს არარსებულ მიკრობებს, ზეგ ხილისა და ბოსტნეულის ეკოლოგიურ ნორმებს დაგვიწუნებს. საქართველომ ამ შემთხვევაში აქცენტი არა ორმხრივ, რუსულ-ქართულ ფორმატზე არამედ საერთაშორისოზე უნდა გადაიტანოს, ისეთ როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. სექტემბრიდან ამოქმედდება ასოცირების შეთანხმება და მოსახლეობა, ცოტა ხანში მოითხოვს მის შედეგებს, რაზეც ხელისუფლებას პასუხი უნდა ქონდეს“, - აცხადებს ჩახვაძე და დასძენს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დისკრედიტაცია რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42