თბილისის ზოოპარკში მაიმუნი დაიბადა
საზოგადოება - 13:46, 31 Jul, 2014     6665

თბილისის ზოოპარკში მატებაა - მაიმუნი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდი „ფეისბუქის“ საშუალებით ავრცელებს.

„მიეგებეთ ჩვენს უსაყვარლეს ახალშობილს, პაწაწუნა ჰამადრილს, რომელიც სულ რამდენიმე დღისაა, მაგრამ უკვე დიდი მაიმუნი ვინმეა. ისედაც ხომ მაიმუნია და ქცევაც მაიმუნური აქვს, მოკლედ, ყოველმხრივ მაიმუნია აზღარბული შავ-შავი ქოჩორი და ჭკვიანი, ღილებივით თვალები ამშვენებს, პიანისტივით გრძელი თითების პატრონი ბუნებრივი, შავი მანიკიურითაც იწონებს თავს.

ჩვენი გოგოცუნას მოვლაზე დედიკომ უარი განაცხადა, ამიტომ, პატარის გადასარჩენად მისი ვოლიერიდან გამოყვანა მოგვიწია. ახლა მას ჩვენი ძიძა ევლება თავს. საწოვარადან აჭმევს, კალათში აძინებს სათამაშოებთან ერთად და ციცქნა ტაკუცებზე დამაგრებულ უციცქნეს პამპერსებსაც უცვლის.

ჰამადრილის ბაბუინი ანთრისებრთა ოჯახის და პავიანების გვარის წარმომადგენელია. ეს გასაოცარი ცხოველები, მათი გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42