"მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე.." - მეგობარი გოგოს წერილი ოთო გურგენაშვილს
საზოგადოება - 20:00, 30 Jul, 2014     15255
სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის ოთო გურგენაშვილს იხსენებენ. ახალგაზრდა პოეტმა პატარა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირა.

მეგობარი გოგოს წერილი ოთოს:

„არ მახსოვს დანაპირები არ შეგესრულებინოს... ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე-წახვედი! მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის.. ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი.. ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ.. რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება..

რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა.. არ გეპატიება, ცუდი საქციელია.. რამდენიმე საათის წინ იყო აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში...

მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე...“

ოთო გურგენაშვილი, წუხელ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით, მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.

შემთხვევის ადგილზე შეგროვილი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ ახალგაზრდა ოთო გურგენაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად გზას კვეთდა და დაინახა, რომ ბავშვს მანქანა ეჯახებოდა. მან ბავშვს ხელი ჰკრა და ამ დროს სწრაფად მომავალი "მინივენი" მას დაეჯახა. გურგენიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42