"დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი იქნება
სპორტი - 16:03, 30 Jul, 2014     3322
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აკტობესთან ორ მატჩში მარცხის შემდეგ თბილისის დინამოში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი ჩეხი მიხალ ბილეკი, მისი თანაშემწეები და ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელი.

ამის შესახებ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

„ყაზახეთის აკტობესთან მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ რადიკალური ცვლილების დრო დადგა. ჩვენ, დინამოს ხელმძღვანელობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფეხბურთელებმა კარგად ითამაშონ, როგორც მინიმუმ, პირველივე ეტაპზე უშანსოდ არ დამარცხდნენ მეტოქესთან, ასეთ დროს კი საქმისადმი არასწორ მიდგომას ვხედავ. ამის მოთმენა არ შეიძლება.

მიხალ ბილეკს პირისპირ შევხვდი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და კონტრაქტის შეწყვეტაზე შევთანხმდით. ასევე გადაწყვეტილია, რომ გუნდიდან წავა რამდენიმე მოთამაშე. ხელშეკრულების პირობებზე უახლოეს ხანებში მოვილაპარაკებთ. ვეცდებით, რომ მათ პრობლემა არ შეექმნათ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ნაბიჯით დინამო არაფერს მოიგებს, თუმცა ეს დღეს. სამაგიეროდ, დღევანდელი ნაბიჯის შედეგებს ჩვენ ხვალ მოვიმკით და მჯერა, რომ შედეგი სასურველი იქნება.


ჩვენ დავეყრდნობით ახალგაზრდებს, რომლებიც 3-4 წელიწადში ანგარიშგასაწევ ძალად იქცევიან. პირადად დავესწარი დინამოს 19-წლამდელთა გუნდის გამარჯვებას გერმანიაში და ვნახე, თუ როგორ იბრძოდნენ ბიჭები. მინდა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დინამოს პირველ გუნდში მოხვდებიან, საქმისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ.


გუნდის მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი იქნება. მას აქვს დრო, რომ როგორც მე, ასევე გულშემატკივრებს, დინამოს პროგრესი გვანახოს. თუ დინამო წლიდან წლამდე განვითარდება, მერწმუნეთ, მე ყველანაირად ხელს შევუწყობ, რომ კახიმ რაც შეიძლება დიდხანს იმუშაოს კლუბში.


რაც შეეხება ფეხბურთელთა ანაზღაურებას. დინამოში იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდ თანხას იღებდნენ. მივხვდი, რომ მათთვის დიდი ხელფასის გადახდა ფულის დაკარგვა იყო და სხვა არაფერი. ყოველ შემთხვევაში, აკტობესთან მარცხმა ამაში დამარწმუნა. იმ ბიჭებს, ვინც დინამოს პირველ გუნდში იქნებიან, არ ექნებათ დიდი ხელფასი, მაგრამ ისინი მიიღებენ საკმაოდ კარგ პრემიას. ვფიქრობ, ეს უკეთესი მოდელია“,-განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას - ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს დიდი გამოწვევაა და არაფერს დავიშურებთ, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ.


გუნდში სადღეისოდ რთული სიტუაციაა, სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ასეთი ვითარება შეიქმნა, მაგრამ ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობა გვენდო და დარწმუნებული ვარ, დასახულ ამოცანას თავს გავართმევთ.
შემიძლია გითხრათ, რომ დინამოში აღარ ითამაშებენ გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ხიდეშელი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, რაფა ჯორდა, ხორდი გარსია, რადეკ დოსოუდილი და პატრიკ ვუო. შემადგენლობას დაწინაურებული ფეხბურთელებით შევავსებთ,- განაცხადა დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42