ვენდოთ თუ არა მოწმეთა ჩვენებებს?
საზოგადოება - 15:48, 30 Jul, 2014     1407
მართლმსაჯულება კვლევის რთული პროცესია. სხვა ტიპის კვლევებისაგან განსხვავებით, სადაც მოსაზრებების გამოთქმისა და დასკვნების გაკეთების სრული თავისუფლებაა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმანეთთან შესაბამისობაშო მყოფ მონაცემებს - მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს.


სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეები მტკიცებულებების სახით წარადგენენ სხვადასხვა სახის მონაცემებს - აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, დოკუმენტები, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული საგნები, მიჰყავთ მოწმეები, რომლებიც სასამართლოში იძლევიან ჩვენებას.


როდესაც საუბარია სამართლიან და ობიექტურ სასამართლოზე, პირველ რიგში მხედველობაში მიიღება მოსამართლის მიერ თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა ანუ რამდენად გამომდინარეობს იგი პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ობიექტური, მაშინ ის ინფორმაციაც და ფაქტებიც, რომელიც მოცემულია საქმეში მტკიცებულებების სახით თავის მხრივ უნდა იყოს უტყუარი. მტკიცებულებათა უტყუარობას სასამართლო ადგენს საქმის განხილვის დროს მათი გამოკვლევის ეტაპზე და ერთმანეთთან შედარების საფუძველზე.


ბოლო პერიოდში არაერთმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გამოიწვია საზოგადოების კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ემყარებოდა მოწმეთა ისეთ ჩვენებებს, რომელიც არ იყო სანდო, როგორც მტკიცებულება.


მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს თუ რომელი სახის მტკიცებულება უნდა გაიზიაროს სასამართლომ და რომელი არა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მტკიცებულება მოითხოვს შეფასების შესაბამის მეთოდს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოწმე არის პირი, რომელიც სასამართლოს ჩვენების სახით აწვდის ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც ის შეესწრო.

მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტორები:

- დროის მონაკვეთი, რომელიც გასულია იმ ფაქტის დადგომიდან, რომლის შესახებაც მოწმე იძლევა ჩვენებას - იურიდიული ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ჩვენების ფორმირება მოიცავს სამ ეტაპს: ფაქტის, მოვლენის აღქმას, დამახსოვრებასა და მის გადმოცემას. შესაბამისად, რაც უფრო დიდი დროა გასული, მით უფრო მცირდება ჩვენების სანდოობა ადამიანის მეხსიერების თავისებურებიდან გამომდინარე
- მოწმის დამოკიდებულება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და პასუხისგებაში მიცემულ პირთან - მოწმე არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც გააჩნია თავისი მსოფლმხედველობა და სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტისა. თავისი განწყობიდან გამომდინარე მისი ჩვენება შეიძლება გახდეს ტენდენციური და არ გადმოსცეს ინფორმაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ის აღიქვა
- მოწმის ბიოგრაფია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების დონე, ცხოვრების წესი და სხვ. - მონაცემები, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის აღქმისა და შეფასების პროცესზე
- მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას - თანმიმდევრულობა, თავდაჯერებულობა, რეაქციები კითხვების დასმის დროს
- მოწმის ჩვენების შინაარსის შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან

პრაქტიკაში ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროკურატურა ცდილობს რაც შეიძლება მოწმეთა დიდი რაოდენობა წარადგინოს საქმეზე ბრალდების გასამყარებლად. მიგვაჩნია, რომ მოწმეთა სიმრავლე არ იძლევა საფუძველს უტყუარად დადასტურებულად ჩაითვალოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცების სტანდარტი პირველყოვლისა დაკავშირებულია მტკიცებულების ხარისხთან და არა რაოდენობასთან.

მოწმის ჩვენების თავისებურებიდან გამომდინარე, რეფორმატორთა კლუბს საფუძვლიანად მიგვაჩნია იმ სასამართლო გადაწყვეტილებების კრიტიკა, რომელიც უმთავრესად მოწმეთა ჩვენებებზეა დამყარებული.


ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42