
იუნა შაფათავა: „ამდენი დღეა ამ გოგოს მივტირი და აღარ შემიძლია უნდა ვთქვა - ტაბელური იარაღის გაცემამდე ფსიქოლოგთან არ გადიან კონსულტაციებს?! რამდენი შეიძლება ვილაპარაკოთ ძალადობაზე ოჯახში და გარეთ, ძალადობაზე საზოგადოების მხრიდან??? დღესაც, მეც ამ ასაკში ძალიან მიშლიან ნერვებს, მაგრამ აქამდე ხომ გინდა მოსვლა და ამ ყველაფრის ატანა??? ადამიანებო, არ არის სხვისი ცხოვრება არავის საქმე!!!! საზოგადოებაა მკვლელი და საზოგადოება განსაზღვრავს პრიორიტეტებს- სამწუხაროდ! მიხედეთ საკუთარ თავს ! ეს თქვენ მოკალით ეს გოგო თქვენი "აქანე-იქანე" "აი ბოზია" "ვაი ის არის ეს არის "კომენტარებით!!!!! ღმერთმა ბავშვი ჯანმრთელი გაუზარდოს და როდესმე უნდა მოეღოს ამ ძალადობას და ენის უაზრო და ძალიან ბოროტ ტლიკინს ბოლო! ტაბელური იარაღი და ეს მენტური პრივილეგიები კი ძველბიჭური სარგებლობისთვის არაა!!!!!!!!!!! აღარ ვარ ამ გოგოს ფოტოების თვალიერებით....არადა ყოველდღე ასობით მკვლელ კომენტარს ვკითხულობთ....დაუკვირდით სიტყვებს და იზრუნეთ ერთმანეთზე!!! საკმარისია ამდენი ძალადობა! გეყოფათ!!!

მასალის გამოყენების პირობები






