აფხაზი ახალგაზრდების ნახატები ქ.ფლორენციაში ალ დუომოს აუდიტორიაში გამოიფინა, რომელსაც გარდა დაინტერესებული მოქალაქეებისა, მოწვეული სტუმრები რომუალდო დელ ბიანკოს ფონდიდან და ფლორენციის უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ. გამოფენა საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ინიციატივით მოეწყო და მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იდეას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე, სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
„დღეს სახალხო დიპლომატია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, საქართველოს კი მეტად დიდი ძალისხმევა მართებს, გააცნოს ჩვენი ქვეყანა, კულტურა და მსოფლხედველობა ევროპას, რადგან ასოცირების შეთანხმება მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტი კი არ იყოს, არამედ გააზრებული თითოეული მოქალაქის მიერ და ასევე ჩვენი აფხაზი ახალგაზრდების მიერ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოფენა ფლორენციაში მივუძღვენით ქვეყის ტერიტორიული მთლიანობის იდეას და ამით ხაზი გავუსვით, რომ ჩვენი თაობისთვის ეს საკითხი ყოველთვის იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და აუცილებლად ვიპოვით მშვიდობიან გზას ერთიანი საქართველოსთვის“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა თეონა ლავრელაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა.ქართული დელეგაცია იტალიას 21-28 ივლისს სტუმრობდა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტთან, პაოლო დელ ბიანკოს, სადაც მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე უახლოეს მომავალში. დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ღონისძიებას გალიდან 2 ახალგაზრდა დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები