C ჰეპატიტის მკურნალობის კურსს 1000 პატიმარი პაციენტი გაივლის
საზოგადოება - 13:20, 29 Jul, 2014     1595
C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, C ჰეპატიტის პროგრამის ავტორები პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულ პაციენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მათი შეფასება და მოსაზრებები მოისმინეს.

C ჰეპატიტთან დაკავშირებით, პენიტენციური სისტემის წლევანდელი სლოგანია „აირჩიე პრევენცია, დაზოგე მკურნალობა სხვისთვის“. კამპანიის ფარგლებში ექიმები პატიმრებს C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში მიაწვდიან.

სასჯელაღსრულების სისტემაში გამოკვლევები უკვე 4692 პატიმარს ჩაუტარდა, 223 პაციენტი კი მკურნალობაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში მკურნალობას სულ 1000 პაციენტი გაივლის. საკონტროლო გამოკვლევები ვირუსულ პასუხზე იმ 38 პაციენტს ჩაუტარდა, რომლებმაც მკურნალობა 2014 წლის 1 მარტს დაიწყეს. ყველა მათგანისთვის მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო. პროგრამა, ფონდ „ღიასაზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა და ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის იმპლემენტაცია გასული ოქტომბრიდან დაიწყო.

2013 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები არ არსებობდა და პატიმრების აბსოლუტურ უმრავლესობას მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ამის გამო C ჰეპატიტი პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ არაერთი საქმე წააგო, სადაც მსჯავრდებულები ჰეპატიტის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42