გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:15, 29 Jul, 2014     2080
სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული გზის ორ მონაკვეთზე (კმ25-კმ34; კმ36; კმ43-კმ45) ხორციელდება და ერთობლივად 13.8 კილომეტრს შეადგნს.

გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის მეშვეობით, 10-ზე მეტი სოფელი და 15 000-მდე მოსახლე დედაქალსა და დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოს უმოკლესი გზით უკავშირდება. აღნიშნული მონაკვეთი, რიკოთის საუღელტეხილო გზის დაკეტვის შემთხვევაში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზის ფუნქციას ასრულებს.

გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთის (კმ25-კმ34; კმ36; კმ43-კმ45) სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ფინ-ესტატე“ ახორციელებს და მისი ერთობლივი ღირებულება შეადგენს 8,439 ათას ლარს. სამუშაოებზე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეა. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაზიანებული საფარის ამოჭრა-შევსება, საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა, რეციკლირება, საგზაო ვაკისის გამაგრება, მილების სათავისების მოწყობა, ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეზიდვა. პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის მოწყობას, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას, შეკეთებას და ახალი მილების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, გაბიონების საყრდენი კედლების დამონტაჟებას, ხიდებზე სარემონტო სამუშაოების და ავტოპავილიონების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, საგზაო ნიშნების და მაჩვენებლების დაყენებას, გზის საფარზე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მონიშვნას.

საავტომობილო გზის რეაბილტიაცია ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42