მამა აკაკი, მეუფე იობი, მეუფე თადეოზი, - სასულიერო პირების შესაბამისი ლოცვების კითხვის მიუხედავად სახლში უჩვეულო ამბები გრძელდება...
ღამით უცნაური ხმები ისმის, ხატებს მირონი სდის, კედლებზე კი ჯვრები ისახება - ეს ყოველივე გორის რაიონში, ტყვიავის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხდება. სახლში თავდაპირველად ჯვრების გამოსახვასთან ერთად სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა, მოგვიანებით კი როგორც თვითმხილველები საუბრობენ ეს სურნელი საშინელი სუნით შეიცვალა, სხვენიდან ხვრინვა, ხოლო ოთახში ნაბიჯების ხმა ისმოდა, ამ ყოველივეს კი ბევრი უცნაურობაც დაერთო, რის გამოც საბოლოოდ ოქროპირიძეების ოჯახმა სახლი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
ეს უჩვეულო ამბები, როგორც ირკვევა სახლში ადრეც ხდებოდა. ერთ-ერთი მეზობელი შემდეგს ჰყვება: „მანამდე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა და უცნაურ ამბებს ჰყვებოდა, არ გეცოდებით ხალხნო, მცემენ ღამით , სულ დალურჯებული ვარო“... არ ვუჯერებდით, ვფიქრობდით დაბერდა და სკლეროზი დაემართაო...
მასალის გამოყენების პირობები






