კაზუსი: საქართველოში ,,გმო“ პროდუქტები არ არსებობს! - რა ხდება ქართულ ბაზარზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 29 Jul, 2014     5335
სავალდებულო მარკირებამდე 3 დღით ადრე თბილისის სუპერმარკეტებში სარეალიზაციოდ გამოტანილ არც ერთ იმპორტირებულ პროდუქტს „შეიცავს გმოს“ არ აწერია. ყოველ შემთხვევაში, „ბიზნეს- რეზონანსის“ მიერ ჩატარებული მცირე მოკვლევის დროს ასეთი პროდუქტი ვერსად აღმოჩნდა.

,,როგორც ექსპერტები ამბობენ, წარწერის უქონლობა არ არის იმის გარანტი, რომ ესა თუ ის პროდუქცია გმო-ს არ შეიცავს.

როგორც ცნობილია 1-ლი აგვისტოდან განმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო გახდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საკვებ პროდუქტის ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაციის დატანა მოუწევთ. სავალდებულო მარკირების ამოქმედების შემდეგ გაირკვევა თუ რა წილი უჭირავს ქართულ ბაზარზე გმო პროდუქტებს. მანამდე კონკრეტული მონაცემის დასახელება თითქმის შეუძლებელია“, - წერს ,,რეზონანსი“.

გამოცემასთან საუბარში ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ გენურ ელემენტებს იმპორტირებული პროდუქტის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სავალდებულო მარკირების ახალი წესი ეხება „ბიო“, „ეკო“ და ორგანულ პროდუქტებსაც.

იმ შემთხვეაში თუ იმპორტიორ-მწარმოებელი კანონს არ დაემორჩილება, ანუ მის პროდუქციას არ ექნება წარწერა „გმო“ (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუკი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს), 400 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე დარღვევისათვის ჯარიმა 1200 ლარამდე იზრდება. ეს წესები 2014 წლის 1-ლი აგვისტოდან შეეხება „ეკო, „ბიო“ და ორგანული პროდუქციის მწამოებლებსაც.

„კანონის მიხედვით, თუ პროდუქტს არ აწერია გმო, ე.ი. ის არ შეიცვას გენმოდიფიცირებულ ნივთიერებას, მაგრამ რეალურად ასე სულაც არ არის. წარწერა უქონლობა არ არის იმის გარანტია, რომ პროდუქტი გმო-ს არ შეიცვას. ჩვენი გათვლებით, გენმოდიფიცირებული პროდუქტის წილი ქართულ ბაზარზე დახლოებით 20-30 %-ია.

საერთოდ გენომოდიფიცირებულ ორგანიზმებზე პროდუქცია ლაბორატორიულად შემოწმება საქართველოში ძალიან ძვირია. ვიდრე ფასის შემცირება არ მოხდება, მეწარმეები, ალბათ არც შეამოწმებენ და შესაბამისად არც მითოთებას დაურთავენ საკუთარ პროდუქციას. როდესაც შემოწმება ძვირი აღარ იქნება, მაშინ, ჩვენ, ანუ სპეციალისტები უფრო მეტად გავაქტიურდებით და გაიზარდება კონტროლიც“,- განაცხადა ლია თოდუამ ,,რეზონანსთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42