ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის" საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას განცხადებით ეხმაურება. პატარკაციშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართება და ყველა დამნაშავე დაისჯება.
"ჩვენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვიმედოვნებთ, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბერში დამნაშავეებს, ასევე იმ მოვლებს მოყოლებულ ძალაუფლების ბოროტად არაერთგზის გამოყენებას, სამართალდამცავ სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ იმედთან მიმართებაში, იმ სამართლიანობის აღსადგენად და ძალიან ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს."- ნათქვამია განცხადებაში.
მიხელ სააკაშვილსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ტელეკომპანია "იმედის" და 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი გუშინ წარედგინათ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






