ლევან ვასაძე ღარიბაშვილს "კაზანტიპის" საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავს
საზოგადოება - 14:38, 28 Jul, 2014     2905
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ფესტივალი ემსახურება გარყვნილების დანერგვას და მიმართულია ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.

"მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში დაგეგმილია, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული, ე.წ. "კაზანტიპის ფესტივალის" გამართვა.

აღნიშნული ფესტივალის კონცეფცია და მისი მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ის ემსახურება გარყვნილების დანერგვას და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს ფესტივალი არის ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მასიურად მოხმარების ადგილი, რაც კიდევ უარესია მისი ორგანიზატორები მას არ მიიჩნევენ უბრალოდ მუსიკალურ ფესტივალად, გაფორმებული ჰყავთ ეს ორგანიზაცია "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" სტატუსით, ჰყავთ "მთავრობა" და აქვთ საკუთარი "კანონები და წესები."

ამრიგად მათი ფესტივალის ტერიტორიაზე ისინი ცნობენ ამ არალეგიტიმურ წარმონაქმნის სტრუქტურებს. ამგვარად ისინი არღვევენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იურისდიქციას და არიან არა ფესტივალის, არამედ მკვეთრად გამოხატული სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია.

ამგვარი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფს საზოგადოებას და იწვევს სამართლიან აღშფოთებას.

აქედან გამომდინარე ღონისძიების მიმდინარეობისას მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება. ჩვენი კონსტიტუცია კი კრძალავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გამომწვევი ღონისძიებების ჩატარებასა და მხარდაჭერას. ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან შედარებით უსუსურია დამატებითი ტურისტული შემოსავლების არგუმენტის მოყვანა. ჩვენს ქვეყანას ისედაც არ აკლია ტურისტების მოძალება, ეს სექტორი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია ჩვენ ეკონომიკაში და "კაზანტიპის" მსგავსი შემოსავლები არ არის არც აუცილებელი და არც მისაღები მისთვის, განსაკუთრებით იმ მავნებლობასთან და საფრთხეებთან შეწონვით, რომლებზეც მოგახსენეთ, გაუგებარია, რა მოსაზრებების გამო დათანხმდა ქართული სახელმწიფო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი ფესტივალის ჩატარებას. დაუშვებელია, რომ საზოგადოების ნების იგნორირება ნორმად გადაიქცეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითავისებს პასუხისმგებლობას, არ დაუპირისპირდება საზოგადოებას და არ დაუშვებს ამ ფესტივალის გამართვას", - აღნიშნულია ერთობლივ პეტიციაში.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42