სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
საზოგადოება - 14:25, 28 Jul, 2014     4339
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია. 29 ივლისს 11 საათზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე ეს უდიდესი განძი იქნება წარმოდგენილი, მკვლევარები ისაუბრებენ მათ მნიშვნელობაზე. პრესკონფერეციას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ რექტორი.

29 ივლისს 11საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრეს–კონფერენცია, რომლის თემაა ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე – მიხაკო წერეთელის ხელნაწერები, რომელთა უმეტესობა უცნობია მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის. პრეს–კონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ისაუბრებს ბიბლიოთეკის დირექტორი. პრეს–კონფერენციას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ რექტორი ბატონი ვლადიმერ პაპავა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები, ფართო საზოგადოება, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს და „თეთრი გიორგი“–ს ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის „შუმერული და ქართული“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42