ალდაგის კლინიკა "ახალი სიცოცხლე" პარალიზებულია
საზოგადოება - 14:20, 28 Jul, 2014     10960

ალდაგის კლინიკა "ახალი სიცოცხლე’’ დღეს ყველა ექიმმა და ექთანმა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია "კომერსანტს" ერთერთმა პაციენტმა მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ექიმების პროტესტის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ კლინიკის დატოვების შესახებ განცხადება მეან გინეკოლოგებმა, ანესთეზეოლოგებმა და ექთნებმა დაწერეს.

როგორც ერთ-ერთი პაციენტი აცხადებს, ამ დროისთვის კლინიკა პარალიზებულია, არცერთი ექიმი პაციენტს არ იღებს და არც მშობიარეების მიღება ხდება.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დირექტორი ზაზა სინაურიძე ადასტურებს, რომ კლინიკის ყველა ექიმმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.

სამსახურის დატოვების მიზეზად სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და მისი შვილობილი კომპანია „ევექსი“ სახელდება.

სინაურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ალდაგმა“ კლინიკა შეისყიდა ექიმები პაციენტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ და ავადმყოფებს ხარისხიან მომსახურებას ვეღარ სთავაზობენ. პაციენტების სიცოცხლესთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკის ყველა ექიმმა სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალი სიცოცხლის“ დირექტორი ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელობასთან არაერთხელ ჰქონდათ მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა, „ალდაგს“ ხისტი პოლიტიკა აღმოაჩნდა და არაფრის შეცვლა ისურვა.


წყარო: "რადიო კომერსანტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42