ვანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:56, 28 Jul, 2014     2544
ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საჯარო ინფრასტრუქტურიდან, ზარალი ორ ხიდს მიადგა, საპრასია-ინაშაურის დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარე კვინისწყალმა ჩაანგრია და უმნიშვნელოდ დაზიანდა ბარბათი-ვანი-დაფნარის 22-ე კმ-ზე მდებარე სოფელ ამაღლების ხიდი.

ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, სამმართველოს თანამშრომლები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სპეციალურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ სოფელ ამაღლების ხიდს, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა, რეკონსტრუქცია არ ესაჭიროება.

საპრასია-ინაშაურის ხიდი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ჩაანგრია, ერთმანეთთან მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს აკავშირებდა. სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსის, თენგიზ თიფურიძის ინფორმაციით, მოსახლეობა ამ წუთისთვის სარგებლობს ამაღლება-ინაშაურის მოხრეშილი გზით. აღნიშნული ხიდი ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მისი აღდგენის, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშოების შესახებ მოთხოვნა, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალიტეტმა უნდა წარადგინოს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ვანის მუნიციპალიტეტში სტიქის შედეგების ლიკვიდაციისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42