მუფთი ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ დავით აღმაშენებელს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ამ სიტყვებით მუფთმა დღესასწაულის მილოცვისთვიუს მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა ქართველი მუსლიმების სახელით მადლობა გადაგიხადოთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს ტრადიცია, რომელიც გასულ წელს ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა და თქვენ გააგრძელეთ. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ. როცა სხვა ქვეყნებში მივდიოდი და მსგავს დღესასწაულებს ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვოცნებობდი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ასე ყოფილიყო. მე მინდა გისურვოთ წარმატება, ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ. ის, რაც არ გაუკეთებია დავით აღმაშენებელს, თქვენ შეძელით ბატონო პრემიერო და ღმერთმა დაგლოცოთ, რომ მართლაც საქართველო არის ტოლერანტული. არსად ყოფილა რელიგიური დაპირისპირება, ყოველთვის ვიყავით და ვართ ერთი სისხლი და ხორცი“, - განაცხადა მუფთმა პაქსაძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






