ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, გუშინ საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზი სამი ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა გახდა.
კერძოდ, 22:30 საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. ასევე, დაზიანებულია ხაზი „პალიასტომი-1“
„გუშინ ღამით ენერგოსისტემაში შეგვექმნა ფოსრმაჟორული სიტუაცია. თითქმის მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს გვქონდა 2010 წელს. ჩვენ რამდენიმე საათში ელექტროენერგიის აღდგენა მოვახდინეთ. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს ელექტროენერგია მიეწოდებათ. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოწვია ეს ავარია, ფაქტიურად მაღალ გადამცემ 500 კილოვატიან ხაზზე „იმერეთი“ მოხდა დაზიანება. ასევე, მარტივლის რაიონში სოფელ ჭყონში 106-ე ანძასთან გაწყვეტილია ხაზები და დაზიანებული 220 კილოვატიანი გადამცემი ხაზი „კოლხიდა“ და „პალიასტომი“. „კოლხიდა“ გუშინვე აღდგა და „პალიასტომზე“ და „იმერეთზე“ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ასევე ბოდიში მოვუხადო ქვეყნის მოსახლეობას ამ ავარიის გამო. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სომეხ კოლეგას, რომ დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს და მოგვაწოდეს ელექტროენერგია“, - განაცხადა კახი კალაძემ.
კახი კალაძის თქმით, აღნიშნული ტიპის სისტემური ავარია პირველი არ არის და ის საქართველოს ენერგოსიტემაში წინა წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა:
• 2009 წელს მოხდა 3 სასიტემო ავარია - ორი 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და ერთი 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“
• 2010 წელს მოხდა 4 სასიტემო ავარია - ორი 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და ორი 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
• 2011 წელს მოხდა 1 სასიტემო ავარია 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
• 2012 წელს მოხდა 1 სასიტემო ავარია - ენგურის ჰიდროელექტროელექტროსადგურის აგრეგატის ავირიული გათიშვის გამო.
• 2013 წელს სასისტემი ავარიას ადგილი არ ჰქონია.
• 2014 წელს მოხდა ერთი სასისტემო ავარია 500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“
,,ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტები,რომლებიც ქვეყანაში შემქნის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს, რაც მომავალში შეამცირებს საქართველოს ელექტროსისტემაში აღნიშნული ტიპის ავარიის რისკებს", - აღნიშნა კალაძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






