„ქართველ ხალხთან ერთად ვზეიმობთ იმ საოცარ დახვეწილობას, პოეტურობას, მაგრამ ალბათ უფრო ყველაზე მეტად ძალას, რომელიც იყო ვაჟა-ფშაველაში და არის ჩვენს ერში, ეს ის ადგილია სადაც იქმნდებოდა კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, ბედნიერი ვარ რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ვაჟა-ფშაველას პოეზია არის ის, რაზეც ჩვენ ვიზრდებოდით და გაიზრდება მომავალი თაობა“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილს ჩარგალში დუშეთის რაიონის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაჟა-ფშაველას შვილიშვილმა ლელა რაზიკაშვილმა უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად „ვაჟაობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობასთან ერთად სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.

მასალის გამოყენების პირობები






