ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლაში ტრენინგები დაიწყო
საზოგადოება - 21:27, 25 Jul, 2014     1024
ორ დღიანი ტრენინგების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები შეისწავლიან ადგილობრივ თემებში პრობლემების იდენტიფიცირების, მათი ლობირების და ადვოკატირების წესებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან. შემდგომი ტრენინგების ფარგლბში კი გაეცნობიან თვითმმართველობის ფუნქციებს და უფლებამოსილებებს, გააანალიზებენ ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო პრინციპებს, მიიღებენ ინფორმაციას დემოკრატიის ძირითადი არსის შესახებ, გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების საკითხებს, გააანალიზებენ სამოქალაქო საზოგადოებაში საკუთარ როლსა და ფუნქციას, გაეცნობიან საზოგადოებრივი ჩართულობის ფორმებს და შესაძლებლობებს.

ტრენინგებს უძღვებიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის ,,მზიანი სახლი“ ტრენერები. გორის შემდეგ ტრენინგების კურსი ჩაუტარდებათ ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რის შემდეგაც დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შექმნა პრობლემების კატეგორიზაციის და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“, ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თემების განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გააზრებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების პროცესის წარმართვისთვის საჭირო განათლების გაღრმავება - განმტკიცების ხელის შეწყობა.

პროექტი ხორციელდება European Endowment For Democracy-ის მხარდაჭერით და მასში გაერთიანებულნი არიან გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ (თითოეულ მუნიციპალიტეტში 25) და რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში, მოახდინონ თემში არსებული პრობლემების ადვოკატირება და ითანამშრომლონ თვითმმართველობებთან. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგ-სემინარებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42