ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 9კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:14, 25 Jul, 2014     2590
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონკავეთის რეაბილიტაციაზე. საპროექტო ტრასა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ივრის ოლქის, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ახმეტა–თელავი–ბაკურციხის კმ64–კმ73 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოების საპროექტო და სატენდერო დოკუმეტაცია დაამუშავა შპს „საქგზამეცნიერებამ“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე და მთავრდება საერთაშორისო მნიშნვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე, სოფელ ბაკურციხის ტერიტორიაზე.

შპს „საქგზამეცნიერების“ სპეციალისტების მიერ, 2014 წლის მარტის თვეში ადგილზე განხორციელებულ იქნა საკვლევაძიებო და საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები. დასკვნის თანახმად საპროექტო მონაკვეთი საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით მდრად პირობებშია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნებისმიერი სახის მშენებლობისათვის.

საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია შემდეგი სახის სამუშაოების განხორციელება: საგზაო სამოსზე გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის ორმოული შეკეთება, გვერდულებისა და კიუვეტების გამწენდა და შეკეთება, არსებული მილების შეკეთება, შემასწორებელი ფენის, მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების, ტროტუარების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დამოკიდებულია ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42