შეიძლება შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დღევანდელი გამოსვლა, „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარის თემადაც იქცეს. ყოველ შემთხვევაში „ფეისბუქის“ მომხმარებლები სერიალის სცენარისტს ჭიკაიძის „გონებამახვილური“ ფრაზების ჩასმას სერიალში ურჩევენ. თავად ქეთი დევდარიანი კი წერს: „ჩამოუაროს ახლა შალვა რამიშვილმა ქუჩის გამოკითხვებით მინისტრთა კაბინეტს და ჰკითხოს რა არის თალიბანი, ანდა სულაც რა არის გაერო“... „არა, რამიშვილმა ჯობია დასვას კითხვა უნდა მისცეს თუ არა საქართველომ პოლიტიკური თავშესაფარი თალიბანს“...

დღეს სრულიად სოციალური ქსელი ალექსანდრე ჭიკაიძის ფრაზებით ალაპარაკდა. „ამ თანხებით ხდებოდა „თალიბანის“, ამ პიროვნების დაფინანსება“, - განაცხადა ჭიკაიძემ. რასაც მოგვიანებით შემდეგფი წინადადებაც მოჰყვა: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“
მასალის გამოყენების პირობები






