კახეთსა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე საწარმო დაიხურა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:18, 25 Jul, 2014     2366

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კახეთსა და თბილისში კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე საწარმო დახურა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დედოფლისწყაროს რაიონული პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე - ი/მ "დიმა ჩალახეშაშვილის" და სოფელ ოზაანში - ი/მ "დავით ჩალახეშაშვილის" რძის პროდუქტების საწარმოებში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, რძის შენახვისა და დამუშავების ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული იყო ნადუღისა და სულგუნის მოსამზადებელი აბაზანა და ორთქლის მიმწოდებელი მილი; საწარმოებში აღმოჩნდა მწერები; ლაბორატორიული ანალიზის შედეგად რძეში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).

სოფელ გლდანში, შპს "ხორცპროდუქტსერვისის" კუთვნილ სასაკლაოზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხორცში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე შპს "ნიკორა ტრეიდის" მარკეტში, სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების შენახვა-რეალიზაციის სათანადო ტემპერატურული რეჟიმი.

აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ "დიმა ჩალახეშაშვილის" და ი/მ "დავით ჩალახეშაშვილის" რძის პროდუქტების საწარმოებს, შპს "ხორცპროდუქტსერვისის" კუთვნილ სასაკლაოს და შპს "ნიკორა ტრეიდის" მარკეტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42