ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა ფოტომ და წარწერამ ბევრი შოკში ჩააგდო. გოგონა დონბასის ოლქიდან ფსევდონიმით zolotosya, ამაყობს იმით რომ ჩამოვარდნილი Boeing-777 ადგილას მოძიებული წამწამების ასაპრეხი ტუში ახლა მისი საკუთრებაა.
ის ტუშის ფლაკონის ფოტოსთან ერთად თავის პორტრეტსაც აქვეყნებს, და აღნიშნავს რომ ამ ფოტოზე სწორედ ამ ტუშით აპრეხილი წამწამებით არის. ფოტოს შემდეგი წარწერაც ახლავს: „ტუში ამსტერდამიდან, უფრო ზუსტად იმ ადგილიდან... მოკლედ ხომ გესმით... კატასტროფა, ბოინგი777“... ამის შემდეგ დონბასელმა ქალაბატონმა განაცხადა რომ ეს ტუში მას ერთ-ერთმა მარადიორმა უსახსოვრა, ხოლო თავად სეპარატისტია, რომელსაც უკრაინა და უკრინელები საშინლად სძაგს.
უკრაინელმა ინტერნეტ მომხმარებელმა უკვე გაარკვიეს რომ არსება ფსევდონიმით zolotosya, ნამდვილად დონეცკის ოლქიდან არის და ქალაქ ტორეზში ცხოვრობს, ძალიან ახლოს იმ ადგილთან სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გაირკვა ისიც, რომ დახოცილი მგზავრების ტუშს დაპატრონებულის ნამდვილი სახელი ეკატერინა პარხომენკოა.
წყარო: http://by24.org/


მასალის გამოყენების პირობები






