ბიზნესმენ ლევან ვასაძის თაოსნობით მთავრობის კანცელარიასთან 26 ივლისს 19:30 საათზე კაზანტიპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც აქციი ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოსო მანჯავიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, აქციის შემდეგ ისინი მთავრობას პეტიციას მიაწვდიან.
„მთავრობას ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად გადავცემთ პეტიციას, სადაც გამოხატული იქნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. აქციის დროს ჩვენთან ერთად იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე და სხვა სამოქალაქო პირები. იცით, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარებას არასწორად მიიჩნევს. რაც შეეხება პეტიციის შინაარსს, ის ეხება იმას, რომ კაზანტიპის ფესტივალის მრავალწლიანი პრაქტიკა ატარებს გამაღიზიანებელ და გარყვნილობის პროპაგანდის სახეს. ეს იყო ჩვენი და ლევან ვასაძის ერთობლივი იდეა“, - განაცხადა მანჯავიძემ.
აქციას შაბათის ლოცვის შემდეგ შეუერთდებიან სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






