წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ - რა ხდება სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში
საზოგადოება - 13:09, 24 Jul, 2014     2557

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში პატიმრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დეტალებს ასაჯაროებს. პატიმარი ტრისტან ვასაძე, საია-სთვის მიცემულ ახსნა განმარტებაში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ეპყოროდნენ მას ციხეში ზედამხედველები. ვასაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„შემაშფოთებელია საიას ადვოკატისათვის პატიმრის, ტრისტან ვასაძის მიერ 2014 წლის 22 ივლისს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ასახული ფაქტები. იგი ამჟამად სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა მანამდე სასჯელს #8 დაწესებულებაში იხდიდა. ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს (2014 წლის 19 მარტს) შეესწრო ციხის თანამშრომელთა მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს, რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ციხის თანამშრომლებმა მას ერთ-ერთ მოადგილესთან, ზ.მ.ს-თან შესახევდრად გაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ვასაძე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს შემდეგს: ,,უარი რომ ვუთხარი გაყოლაზე, დამიწყეს ცემა, ხელებით ფეხებით და 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით. კერძოდ თავს დ.ქ და უსაფრთხოება, გ.ი იჩენდნენ. ქ. პ-ს წინაშე თავს იწონებდა, ხო ვარგა ,,შეფო“. ამის მერე ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც დამხვდა ზ.მ. და რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა. საკანში კი ი.პ.-ც მცემდა. როდესაც ვიკითხე, თუ სად მივყავდი, გ.ი.-მ მითხრა დამცინავი ხმით: იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევით სიკვდილიანობაა მომატებულიო, შემაგდეს ,,ვარონკაში“. ასე აღმოვჩნდი #2 დაწესებულებაში“. ვასაძე ასევე საუბრობს #2 დაწესებულებაში ე.წ. ,,მაყურებლების“ არსებობაზე და აცხადებს შემდეგს: ,,#2 დაწესებულებას ჰყავს ციხის ,,მაყურებელი“ შ.მ. ყველა კორპუსს ჰყავს თავის მაყურებლები, ,,პრაგულკასაც“ კი თავის ,,მაყურებელი“ ჰყავს. ასევე ბალნიჩკას უყურებს ვინმე კ. [...] ციხეში მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო, ე.წ. ,,ობშიაკი“ და თამაშის დროს სხვა პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა რა თქმა უნდა ,,მაყურებლის“ მეშვეობით.“ ტრისტან ვასაძე მიუთითებს, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. საიას ადვოკატისთვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ 17 ივლისს ლურსმნით მიიჭედა სკამზე ხელი და შიმშილობა გამოაცხადა. ზემოაღნიშნულ ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც საჭიროებს დროულ გამოძიებას და შესაბამისი ზომების გატარებას.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს. საია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას აუცილებელია მოჰყვეს შესაბამისი უწყებების სათანადო რეაგირება და არა იმგვარი შეფასებები, როგორსაც ადგილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის მხრიდან ჰქონდა. ბატონმა გიგამ საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ,,აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ,,სიცრუის ტირაჟირებას“ ახდენდა. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ინფორმაციის ,,აბსურდულად“ და ,,სიცრუედ“ მოხსენიება, ვფიქრობთ, არ შეუწყობს ხელს საკითხის გამოძიებას და პირიქით, შესაძლოა გამოიწვიოს კანონდარღვევების წახალისება, რადგან უწყების რიგით თანამშრომლებს შესაძლებელია შეექმნათ განცდა, რომ მათ უკანონო ქმედებას მაღალი თანამდებობის პირი საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე დაიცავს. აქვე, დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, როგორ ჩანს, პროკურატურამ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკითხის შესწავლა დაიწყო. პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საიას ადვოკატს აცნობა, რომ დაკითხვის მიზნით მასთან იმყოფებოდა პროკურატურის გამომძიებელი“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42