არჩილ ხაბაძემ ხილის შესაფუთი ტარის დამამზადებელი საწარმო მოინახულა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:04, 23 Jul, 2014     5015
საწარმოში სხვადასხვა სახეობის ხილისთვის პლასტმასის, ხის ანათალისა და მუყაოს გოფრო ტარა მზადდება. დღეისათვის სარეალიზაციოდ უკვე მზად არის 300 000 ცალი პლასტმასის ყუთი. დღე-ღამის განმავლობაში სრული დატვირთვის შემთხვევაში საწარმოში 14 000 ყუთის დამზადებაა შესაძლებელი. წლის ბოლომდე შპს „TCF GEORGIA“-ში სოფლის მეურნმეობის პროდუქტისთვის სხვადასხვა სახის 2 მილიონამდე ყუთი დამზადდება. მათ შორის ხურმისა და ატმისათვის 8- 9კგ, ციტრუსისა და ხეხილისათვის 13-14 კგ და სხვადასხვა მიზნისთვის ადგილზე გამოსაყენებელი 19- 20 კილოგრამის ტევადობის ყუთები მზადდება.

„მინდა გითხრათ რომ საწარმო ყველა სტანდარტს პასუხობს .

ქარხანაში ოთხი სახის ყუთი მზადდება სხვადასხვა ხილისთვის და ბოსტნეულისთვის. ყუთებით უკვე მარაგდება კახეთის რეგიონი, საიდანაც გააქვთ დაფასოებული ატამი. მანდარინის სეზონისთვის გვექნება კიდევ ერთი ქარხანა, რომელიც საათში 20 ტონამდე კონცენტრატს დაამზადებს. კონცენტრატის საწარმო უკრაინული ინვესტიციაა და პროდუქცია საფრანგეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იტალიასა და ისრაელში გააქვს. მალე კახეთიდან არასტანდარტული ატმის ჩამოტანა მოხდება და მისგან კონცენტრატი დაამზადდება. ამავე საწარმოში მოხდება ციტრუსის პარაფირება, რაც შენახვის თვისებეს გაუმჯობესებს. პლიუს დაემატება მაცივარი 3 500 ტონაზე , რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სეზონი.“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი ქობულეთის აგროსერვისცენტრის ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო - სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა მოინახულეს, სადაც 7 000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხეხილია გაშენებული. აღნიშნულ სანერგეში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პერიოდს გადიან ვაზის ისეთი სასუფრე ჯიშები, როგორებიცაა კარდინალი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო, ალფონსო ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, საბას მარგალიტი, ქართული საადრეო, სულთანიანი და სხვა. საღვინე ჯიშებიდან კი ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, ტაძიგურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელაური. საძირეებიდან მიღებული ნერგები მესამე წელს შედის მსხმოიარობაში, უხვმოსავლიანია და გამოირჩევა ვარჯის დაბალი ზომით. ორი-სამი წლის შემდეგ, სადედე ნერგებიდან შესაძლებელი იქნება სანამყენე კვირტების აღება და მყნობა. გამრავლებულ ხეხილისა და ვაზისა ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერულ მეურნეობების მფლობელებს თვითღირებულების ფასად მიაწვდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42