თბილისის 200-ზე მეტ უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა
საზოგადოება - 14:41, 23 Jul, 2014     2144
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქ. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ თბილისში 200-ზე მეტ უსახელო ქუჩას სახელი მიანიჭა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, საკრებულოსა და სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, ათასობით თბილისელმა მოქალაქემ შეძლო ქონების რეგისტრაცია, პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მისამართი მიენიჭა.

საჯარო რეესტრში ქალაქის დამისამართების ოპტიმალური მოდელი და კონცეფცია შემუშავდა. სააგენტოში მომზადებული ელექტრონული რუკები, სქემატური ნახაზები და გეომონაცემთა ბაზები კი სახელდებისა და ნუმერაციის მისანიჭებლად, თბილისის რაიონულ გამგეობებს გადაეცათ. შედეგად, ქ. თბილისში 200-ზე მეტ უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა.

აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო, თბილისის მაცხოვრებელებს დოკუმენტაციის ხელახლა აღება არ მოუწევთ. მიუხედავად ცვლილებებისა, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების ბაზებში შენახულია როგორც ძველი ინფორმაციები, ისე კორექტირებული მონაცემები.

დედაქალაქში არსებული სამისამართო მონაცემების აღწერა-ინვენტარიზაცისთვის საჯარო რეესტრმა სხვადასხვა პრაქტიკული და საველე სამუშაოები განახორციელა. აღიწერა თბილისის ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა. შეგროვდა დეტალური ინფორმაცია: ქუჩების მიმართულების, გზის საფარის ტიპების, ხეივნების, უსაფრთხოების ობიექტების, ხიდებისა თუ სკვერების, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობების შესახებ.

„დამისამართების სისტემის სრულყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ასევე ისეთი მომსახურებების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოც. დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დამხარება და სხვა“–აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

არარსებულ, გამოტოვებულ ან გამეორებულ მისამართებთან დაკავშირებული პრობლემები არაერთხელ გამხდარა მოქალაქეებს შორის გაუგებრობისა და დავის საგანი.

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება, რაც ნავიგაციის სისტემის სრულყოფას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42