ომბუდსმენი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
საზოგადოება - 12:30, 23 Jul, 2014     944

სახალხო დამცველი მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობის გამო განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სკოლის შენობა ავარიულია და 10 საკლასო ოთახი საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სკოლის ახალი შენობით უზრუნველყოფა, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზეც.

„2014 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ფიზიკური გარემო და სანიტარულ–ჰიგიენური პირობები შეისწავლეს. ასევე, შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს.

სკოლის შენობა ავარიულია და 10 საკლასო ოთახი საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. მთელს შენობაში დგას ნესტის მძაფრი სუნი და ზოგი საკლასო ოთახის კედელზე წანაზარდის ფორმის სოკოს ნაირსახეობაა გამოსული. არ არის დამონტაჟებული წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემები. სველი წერტილები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ნორმებს. სკოლაში არ მუშაობს კვების ბლოკი და ექთნის კაბინეტი.

სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მაღალ კლასებში ზოგად განათლებას იღებენ სოფელ იელში მცხოვრები ბავშვებიც. მიუხედავად რთული გეოგრაფიული და კლიმატური მდგომარეობისა, მოსწავლეების ტრანსპორტირება არ ხორციელდება.

ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ავალდებულებს სახელმწიფოს, ერთი მხრივ, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, უზრუნველყოს ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირება, ხელი შეუწყოს აღსაზრდელთათვის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოს მიწოდებას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების იმპლემენტაციას, ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, არ მოახდინოს არამართლზომიერი და უკანონო ჩარევა დაცული სფეროს ამ ნაწილში.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა ახალი შენობით, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზეც, დაინერგოს ინკლუზიური განათლების პროგრამა, განხორციელდეს ფინანსური და სამართლებრივი ღონისძიებები სკოლის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოსა და სანიტარულ–ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42