თელავივის აეროპორტში გამოცხადებული განგაშის გამო ქართველი ჟურნალისტები, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ე.წ. სპეციალურ ბუნკერში იმყოფებოდნენ. აღნიშნულის მიზეზი აეროპორტში სარაკეტო დარტყმის გამაფრთხილებელი სირენის ჩართვა გახდა. ჟურნალისტები და აეროპორტში მყოფი მგზავრები ბუნკერში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„თელავივის აეროპორტში განგაში ადგილობრივი დროით 9 საათზე გამოცხადდა. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ გავყოლოდით მას. თავიდან გვეგონა ერთგვარი შემოწმება იყო, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ბუნკერში მივყავდით. ჩვენ რამდენიმე წუთის განმვალობაში ვიყავით ბუნკერში და როდესაც დამთავრდა განგაში გამოგვიშვეს ბუნკერიდან“, - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა.
სარაკეტო თავდასხმის გამო თელავივის აეროპორტში ადგილობრივი დროით 9:00 საათზე განგაში ჩაირთო და ევაკუაცია გამოცხადდა. ჰამასისის მებრძოლების მიერ გასროლილი რაკეტები აეროპორტის მახლობლად ერთ-ერთ დასახლებაში ჩამოვარდა და აფეთქდა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






