შინაპატიმრობა როგორც სასჯელის ფორმა
საზოგადოება - 21:37, 22 Jul, 2014     3727
საქართველოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, დამნაშავეების მიმართ სასჯელად ყველაზე ხშირად გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა, პირობითი მსჯავრი. ბოლო პერიოდში ამოქმედდა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, თავისუფლების შეზღუდვა, განრიდება/მედიაცია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება რომელიც მართალია უდაოდ პროგრესული ნაბიჯია, მაგრამ დღეს არსებული გაუარაესებული კრიმინოგენული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბოლომდე ვერ ასრულებს სასჯელის მთავარ ფუნქციას – დამნაშავის რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციას, არ არის მიმართული დანაშაულის პრევენციისაკენ

რეფორმატორთა კლუბი გთავაზობთ სასჯელის სახით ისეთი ღონისძების შემოტანას, როგორიცაა შინაპატიმრობა.

უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით (აშშ) და საქართველოში არსებული რეალობის შესაბამისად, გთავაზობთ შინაპატიმრობის შემდეგ მოდელს:

• შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი დამნაშავის მიმართ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაული

• შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულის ვალდებულებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელ სახლში ყოფნას.

• დამნაშავის პიროვნების, გარემოცვის, ასაკის, ოჯახის წევრების, სწავლების, სამუშაო ადგილის, სხვა გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული იქნას შინაპატიმრობის შემდეგი ფორმები:

1. აბსოლუტური შინაპატიმრობა – მსჯავრდებული მთელ დროს ატარებს სახლში, გარდა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურებისა და სასამართლოში, პრობაციაში გამოცხადების შემთხვევებისა,

2. შინაპატიმრობა საქმიანობის უფლებით – მსჯავრდებულს უფლება აქვს იაროს სასწავლებელში, სამუშაოზე, რელიგიურ დაწესებულებებში. სახლიდან გასვლის გრაფიკს კონტროლს უწევს პრობაციის სააგენტო. გრაფიკით გაუთვალისწინებელი გასვლის შემთხვევაში, თანხმობას იძლევა პრობაციის სააგენტო.

3. თავისუფალი შინაპატიმრობა – მსჯავრდებულს ეზღუდება საცხოვრებელი სახლიდან გასვლა კონკრეტულ პერიოდში – მაგალითად საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე, გამონაკლისია გადაუდებელი მკურნალობა.

• შინაპატიმრობის რეჟიმი – სახლში ყოფნის გრაფიკი მტკიცდება სასამართლოს მიერ და კონტროლს უწევს პრობაციის სააგენტო, არასრულწლოვნის შემთხვევაში შინაპატიმრობის რეჟიმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მშობელსაც;

• რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება დისტანციური ელექტრონული საშუალებებით – როგორც წესი, მსჯავრდებულს უკეთია სამაჯური ხელზე ან ფეხზე და მისი სახლში შესვლა და გამოსვლა სახლში დამონტაჟებულ მოწყობილობაზე დაფიქსირებით, საჭიროების შემთხვევაში პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს მოინახულოს მსჯავრდებული სახლში, სამსახურში, სწავლის ადგილზე.

• შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთვევაში, მსჯავრდებულს პრობაციის წარდგინებით შეიძლება შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი, არასრულწლოვნის შემთხვევაში შეიძლება დაჯარიმდეს პასუხისმგებელი მშობელიც.

• შინაპატიმრობის ვადები – აბსოლუტური შინაპატიმრობა 1–2 წელი, შინაპატიმრობა საქმიანობის უფლებით 1–5 წელი, თავისუფალი შინაპატიმრობა 6 თვიდან 3 წლამდე

• გრაფიკის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის შინაპატიმრობის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს უფრო მსუბუქი რეჟიმით, ვადა შესაძლებელია შემცირდეს

შინაპატიმრობის ინსტიტუტის შემოტანის შემთხვევაში რეფორმატორთა კლუბი პროგნოზირებს დადებით შედეგებს:

მსჯავრდებულს უნარჩუნდება სწავლისა და სამუშაოს შესაძლებლობა, რაც მისი გამოსწორებას უდაოდ ხელს შეუწყობს (რესოციალიზაცია);

ოჯახურ გარემოში სასჯელის მოხდა მსჯავრდებულს შეუნარჩუნებს სოციალური ხასიათის ქცევებს (რეინტეგრაცია);

სახელმწიფოს მიერ აღარ ხდება ჯარიმის გამოყენება ისეთი დამნაშავის მიმართ, რომელსაც არ აქვს საშუალება ეს ჯარიმა გადაიხადოს;

სახელმწიფო დაზოგავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა შენახვისათვის საჭირო თანხებს

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42