„თარგამაძის მოკვლა შეუკვეთეს, შესაძლოა, მე და მაიაც გაგვაგორონ!“
საზოგადოება - 17:43, 21 Jul, 2014     9290

ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი გიგი უგულავასა და „დექსუსის“ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას რჩეულიშვილი აცხადებს, რომ „დექსუსის“ საქმის გამოძიება მხოლოდ მისი და მაია რჩეულიშვილის ინტერესებში შედის და ამიტომ, შესაძლოა მათ გარკვეული საფრთხე ემუქრებათ:

„ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები პიროვნება ვანო მერაბიშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. მას კარგ ორგანიზატორად მიიჩნევდა. როგორც შევარდნაძე იყო დიდი პოლიტიკოსი, ვანო მერაბიშვილი დიდი რეფორმატორი გახლდათ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბიშვილი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია და არც საქართველოს მტრად მივიჩნევ, მაგრამ ნაციონალებს მისი გაწირვაც არ გაუჭირდებათ. პირიქით, ისინი ნებისმიერს გაწირავენ. გიორგი თარგამაძესაც ხომ მოღალატედ მიიჩნევენ, მე ვფიქრობ, რომ იგი კარგი მედიაორგანიზატორია. ასე რომ გიორგი თარგამაძის შემთხვევაში კიდევ არის გასარკვევი, თავადაა მოღალატე, თუ პატარკაციშვილის მიერ გაწირული ვაცი იყო, რომელსაც პოლიტიკურ სამსხვერპლოზე შესაწირად ამზადებდნენ.

ჩემი საქმე გიგი უგულავასა და „დექსუსის“ წინააღმდეგ ჯერკიდევ პროკურატურაში დევს და გამოძიება არ დაწყებულა. ვინმეს ჩემი საქმის გამოძიება რომ უნდოდეს, ამას დიდი ხნის წინ მოახერხებდა, მაგრამ ზოგიერთებს დღესაც აშინებენ, შეიძლება მალე ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდნენო. იმისთვის, რომ გიგი უგულავასა და „დექსუსის“ მიერ მოპარული 61 მილიონი არ გაიშიფროს, შესაძლოა მე და მაიაც გაგვაგორონ, რადგან ამ საქმით დაინტერესებული ერთადერთი პირები ვართ“, - აცხადებს „ვერსიასთან“ საუბრისას ვახტანგ რჩეულიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42