აბიტურიენტებს შედეგების გვერდზე შუძლიათ ნახონ გამოცდებში მიღებული შეფასებები, შეიტყონ კონკრეტულ დავალებაში მიღებული შედეგი და ასევე იხილონ საკუთარი ნაშრომების სკანირებული ასლები.
შედეგების გაგება ასევე შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
ცნობისათვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა.
სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა 36000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 12000 მაგისტრობის კანდიდატმა და 20000 პედაგოგმა მიიღო.
აბიტურენტების 11%– მა მინიმალური ზღვარი ზოგად უნარებში ვერ გადალახა. საბოლოო ჯამში კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს მხოლოდ 30 016 აბიტურიენტი.
ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაცია “გამოცდების სიახლეები“ ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






