ნაჩუქარი ტექნიკა სოციალური სტატუსის მოხსნის მიზეზი გახდა. ჯაფოშვილების ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, რადგან მომდევნო ერთი წლის პენსიაც ოჯახს წინასწარ აქვს აღებული.
ნაჩუქარი მაცივარი ცარიელია, თუმცა გურჯაანის მომსახურების ცენტრისთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაჩუქრობის საბუთია, რომელიც ოჯახს არ აქვს.
„მაცივარი მიყიდა ჩემმა მაზლიშვილმა, რომელიც არის მოსკოვში, ჩამოვიდა და ისვენებდა ერთი თვე,მე ვიხმარებო და რომ წავიდა ამ მაცივარს თან ხომ აიკიდებდა?! დატოვა აქ“,- აცხადებს ლამზირა ჯაფოშვილი.
მისივე განცხადებით, ოჯახს ოთხი თვეა დახმარება აღარ მიუღია, ოჯახმა 18 თვის პენსია წინასწარ იმისათვის აიღო, რომ ავადმყოფი მეუღლისთვის წამლები ეყიდა.
ლამზირა ჯაფოშვილის მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია, ის 5 წელია საწოლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. დაკარგული აქვს მხედველობაც, ოჯახის ყოველთვიური საარსებო წყარო ბოლო ოთხი თვეა პენსიიდან დარჩენილი 20 ლარი და მეზობლების დახმარებაა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






