"რუსთავი 2" შენობაში ეროსი კიწმარიშვილის დაკრძალვის ცერემონია დაიწყო.
მისი მეგობრები და თანამშრომლები ეროსი კიწმარიშვილთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებენ.
ეკა სარია - "ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეროსის თავი მოეკლა. ჯერჯერობით, რამოდენიმე დღე გავიდა და გვჭირდება რაღაც მტკიცებულებები, რაღაც არგუმენტები რომ ვირწმუნოთ, რომ მან თავი მოიკლა."
ნანა ინწკირველი - "მე მას "ბატონობით" მივმართე, რიცა ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და სასტიკი საყვედური მივიღე. თანასწორად გაჩვენებდა თავს. განსხვავებული ტელევიზია იყო მაშინ "რუსთავი 2" და მან შექმნა საოცარი გუნდი, საოცარი გუნდურობის განცდა ჩვენში"
ინგა გრიგოლია - "არის უამრავი კითხვის ნიშანი, აი მიბრუნებილი კამერიდან დაწყებული, მკვლელობის ადგილით დამთავრებული, აი ამ ღვედით და ა.შ."
დავით კიკალიშვილი - "ენერგიით სავსე ადამიანი იყო - ძალიან დიდი ოპტიმისტი. 90 წლები იყო, მაგრამ მაშინაც კი ძალიან კრიზისული სიტუაციებიდან პოულობდა გამოსავალს".
ნიკა ტაბატაძე - "საჭიროა რაც შეიძლება მეტი ფაქტი მოვიძიოთ, ფაქტებს შორის რაღაც ლოგიკური კავშირი ვიპოვოთ, და ამის შემდეგ დავიწტოთ საუბარი ან ერთ ვერსიაზე, ან მეორეზე.
ეკა ხოფერია - "მეეჭვება, რომ ეროსის თავი მოეკლა, არ მჯერა მართლა. ძალიან ძნელი დასაჯერებელია და ძალიან მყარი საბუთები უნდა იყოს, რომ ეს დავიჯეროთ.
მასალის გამოყენების პირობები






