ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობა, აღსაზრდელად უცხო ოჯახში დებთან ერთად მცხოვრებმა ბიჭმა თავის მოკვლა სწორედ ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო სცადა. მისი მტკიცებით აღმზდელები მას და მის დებს ჩაგრავდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ოჯახის უფროსები ჩაგვრის ფაქტებს სრულიად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.
„საჭმლის ჭამას მიშლიდნენ, მეჩხუბებოდნენ და ბოლოს იძულებული გავხდი, რომ თავი ჩამომეხრჩო. მივყავდით და ნახევარზე მეტი მე და ჩემს დას გაგვათოხნინეს. თათიამ დაიბანა ხელები და დაუწყეს ჩხუბი, რატომ ჩაყო ამ წყალში ხელებიო და სცემდნენ, შემოარტყეს. მარის კიდევ სულ ეჩხუბებოდნენ“, - განაცხადა ლუკა კარაპეტიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მომხდარის შესახებ ოჯახს კარაპეტიანებმა გუშინ შეატყობინეს, რის შედეგადაც ოთხივე არასრულწლოვანი დედამ ბულაჩაურიდან წამოიყვანა. ბავშვების დედა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს.
მომზადებულია „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟის მიხედვით
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






