წამიერი გაფიქრებაც კი - “მე წარმატებას მივაღწიე”- ყველაფერს აფუჭებს - ლოცვის შესახებ
საზოგადოება - 19:30, 19 Jul, 2014     8860
გონებით ლოცვას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც ღვთიური მადლი მიიღო. თუ ასე ვიფიქრებთ: ლოცვით მდგომარეობას ოდესმე დავეუფლები, მე ამას და იმას მივაღწევ! - ამით მხოლოდ საკუთარ ეგოიზმსა და სიამაყეს გამოვკვებავთ. იმისთვის, რომ ლოცვა გახდეს სუფთა და ღვთისთვის სათნო, აუცილებელია ხანგრძლივი გამოცდილება, შინაგანი აღმაფრენა, მაგრამ ასევე - კდემამოსილება, ყურადღების კონცენტრაცია და კეთილგონიერება,. წამიერი გაფიქრებაც კი - “მე წარმატებას მივაღწიე”- ყველაფერს აფუჭებს. და რა საფუძველი გვაქვს სიამაყისთვის? ჩვენ არაფერი გვაქვს ჩვენი და ეს ძალიან სათუთი თემაა.

ლოცვის დროს არ დავტოვოთ გონებაში არანაირი ოცნება და ხილვა. თვით ქრისტეს სახებაც არ წარმოვიდგინოთ. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა ვილოცოთ ყოველგვარი წარმოდგენების გარეშე. თუ რაიმე სახეს შევქმნით ლოცვის დროს, ადვილად შევალთ შეცდომაში, რამეთუ ერთ სახეს მეორე ჩაანაცვლებს, ეს უსასრულოდ გაგრძელდება, მაცდურიც ამით ისარგებლებს, შეფარულად თავის სახებას შემოგვაპარებს და ასე დავკარგავთ მადლს. ლოცვა აღევლინება გონებით და არა ბაგეებით. გონება არ უნდა გაგვეფანტოს და არაფერს მიედ-მოედოს. როცა გულის სიღრმეში ვამბობთ: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” , ამით ქრისტეს ჩვენს გონებაში მშვიდად ვათავსებთ. არაფერზე იფიქროთ ამ დროს, სრულიად არაფერზე, გარდა ამ სიტყვებისა: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე”.

ილოცეთ მშვიდად, გახელილი თვალებით, რომ ოცნებებმა და ხიბლმა არ გაცდუნოთ!

ილოცეთ დიდი ყურადღებით და საკუთარი თავის ქრისტესადმი მიძღვნის მთელი შეგნებით!

ილოცეთ თვინიერად, მაგრამ საკუთარ თავზე ძალდატანების გარეშე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოცვის განწყობა და გულაჩუყება დაგეუფლებათ! ეს ღვთიური მადლის მოქმედების შედეგია და მის გარეშე ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ აჰიპნოზებს, ადვილად შეიძლება ჩავარდეს ცრუ ნათლის ხილვაში, ხიბლსა და გონებრივ აშლილობაში.

ლოცვა არ უნდა იყოს ძალდატანებითი. ამან შეიძლება სულში წინააღმდეგობის გრძნობა აღძრას და ამით დიდი ზიანი მოგვადგეს. ბევრი დაავადდა კიდეც, ვინც საკუთარ თავს აიძულებდა, ელოცა. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში საკუთარ თავზე ძალდატანება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის ნორმალური. არ ეცადოთ ხელოვნური მეთოდების გამოყენებას. არ არის საჭირო არც დაბალი სკამი, არც თავის ჩაქინდვრა, არც თვალების დახუჭვა.

ბევრმა შეიძლება გირჩიოთ: “დაჯექი დაბალ სკამზე, ჩაქინდრე თავი, დაიძაბე და შეეცადე სრულ კონცენტრაციას მიაღწიო”. მაგრამ თვითონვე სინჯეთ და ნახავთ, რომ მადლის გარეშე ეს სრულიად უშედეგოა. როცა ღვთიური მადლი გაქვს, ლოცვისთვის სულაც არ არის საჭირო არავითარი ძალისხმევა და არც განსაკუთრებული საშუალებების ძებნა კონცენტრაციისთვის. მთავარი საიდუმლო ქრისტესადმი სიყვარულშია!

ნუ მიეკედლებით ერთსა და იმავე ადგილს. სადაც არ უნდა იყოთ: ეზოში, სახლში დივანზე, მანქანის სავარძელში, გზაში, სკოლაში, ოფისში, სამსახურში, ძალიან მშვიდად, ყოველგვარი თვითდაძალებისა და დაძაბულობის გარეშე შეგიძლიათ ამ ლოცვის აღვლენა: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!”. თუკი თქვენი სული სიყვარულით იმეორებს ამ ხუთ სიტყვას, მაშინ მას ისინი არასოდეს მოყირჭდება. ეს მოუბეზრებელი სიტყვებია! მთელი ცხოვრება იმეორეთ ისინი! მათში ულევი სიცოცხლის წყაროა!

წმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი

ლოცვის შესახებ (ნაწ. მეოთხე)

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42