თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავზე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა
საზოგადოება - 15:23, 19 Jul, 2014     1779
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ნადარეიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღირსეული მამულიშვილი. სამოქალაქო პანაშვიდს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესეი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

თამაზ ნადარეიშვილს სამხედრო პატივი მიაგეს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და საპატიო ყარაულმა. მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე დანიელმა გადაიხადა.

თამაზ ნადარეიშვილი 1954 წლის 19 ივლისს, ქალაქ გაგრაში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაგრის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, იყო გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანი, 1990 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, 1991 წელს - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1992 წლის ოქტომბერში - საქართველოს პარლამენტის წევრად, 1992 წლის ნოემბერში დაინიშნა აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის ნოემბერში თ.ნადარეიშვილი სახელმწიფო მეთაურის მრჩევლად დაინიშნა, ერთ თვეში კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი გახდა. 1995 წლის თებერვლიდან მან დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი, რადგან ის აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში. ამ პერიოდიდან თამაზ ნადარეიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც.

თ.ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42