„მოქალაქე“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 10:34, 19 Jul, 2014     7546

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა: ,,ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“. სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის ,,ცუდად ცოდნაში“.

თავისთავად მისასალმებელია, რომ დღეს, უკვე თავისუფალ მედიაგარემოში იწყება საუბრები დემოკრატიის რაობაზე, რადგან სწორედ ამგვარი თემების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი განხილვა მიაჩნია ორგანიზაცია ,,მოქალაქეს” დემოკრატიის გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად.ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას. სამწუხაროდ, ამ ეთერში ჩვენ ორივეს მოწმენი გავხდით:

გაკეთდა ზედაპირული განცხადება და მას არ მოჰყვა ის რეაგირება, რომელსაც ითხოვს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება და ყოველმხრივ მხარს უჭერს დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემაზე მედიაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას და მოუწოდებს ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლების, მედიისა და საექსპერტო წრეების მხრიდან ტირაჟირებულმა ზედაპირულმა, ხშირ შემთხვევაში კი მიზანმიმართულად დამახინჯებულმა განცხადებებმა თუ კომენტარებმა საზოგადოებას შეუქმნა შესაბამისად დამახინჯებული წარმოდგენა, მათ შორის, დემოკრატიის არსსა და მის რაობაზე.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების საზოგადოებამდე სწორად, სიღრმისეულად და კვალიფიციურად მიტანის საკითხს. ამ მხრივ, განსაკუთრებული და განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში, მისი ქმედუნარიანობის მუდმივ მონიტორინგსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ეს აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ განგებ ავარიდეთ თავი კონკრეტული პერსონების დასახელებას, რათა არ მივცეთ საშუალება დაინტერესებულ ძალებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მისცენ აღნიშნულ თემას.ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი ნ. ჩხეტიანი,"-აღნიშნულია განცხადებაში.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42