შსს-ს წარმომადგენლებმა სამაგიდო-სამეთაურო უწყებათაშორის ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა
საზოგადოება - 10:22, 19 Jul, 2014     671

14-18 ივლისს ქალაქ თბილისში საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამაგიდო-სამეთაურო უწყებათაშორისი ვარჯიში ,,სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარება და თანამშრომლობა ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს“. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროპაში აშშ-ს სარდლობის, აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრენინგის დასასრულს, სწავლებაში მონაწილე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადაეცათ.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიან სისტემაში შემავალი ყველა სხვა სამინისტროს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ვარჯიშის მიზანს წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღებისა და განაწილების პროცედურების დახვეწა.

ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში გახსნილი იყო კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული მართვის ცენტრი, ხოლო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე – საველე ოპერაციების ცენტრი. ვარჯიში სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქალაქი რუსთავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო გამოცხადებული. სწავლების სცენარის მიხედვით, „ძლიერი მიწისძვრის“ შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები იყო „დაზიანებული“, საიდანაც მოხდა დაზარალებული ადამიანების გამოყვანა, სახელდახელოდ მოწყობილ ,,კარვების ქალაქში“ დაბინავება და მათი საკვებითა და პირადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მსგავსი ვარჯიში, ამერიკული მხარის ხელშეწყობით, სისტემატურად ტარდება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42