"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" დიმა ობოლაძის განცხადებას გმობს
საზოგადოება - 21:34, 18 Jul, 2014     2933

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „სხვა შუადღის" იმ ფრაგმენტს ეხმაურება. სადაც წამყვანები დონეცკთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფაზე საუბრობდნენ .

ქარტია მიიჩნევს, რომ წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ რუსი ერი შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო წამყვანის ემოცია შესაძლოა, გასაგები იყოს, თუმცა მსგავსი ფორმით მისი გამოხატვა სატელევიზიო ეთერით მიუღებელია. საბჭო წამყვანის გამონათქვამს აფასებს, როგორც სიძულვილის ენას, ქსენოფობიურს და განმარტავს, რომ მსგავსი გამონათქვამებით მაუწყებელი არღვევს როგორც კანონს მაუწყებლობის შესახებ, ისე მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს.

კანონი მაუწყებლობის შესახებ:

მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:

თავი IX

მრავალფეროვნება, თანასწორობადაშემწყნარებლობა

მუხლი 31. მრავალფეროვნებისა, თანასწორობისადაშემწყნარებლობისპრინციპი

მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

მუხლი 33. სახელმძღვანელორეკომენდაციებიმაუწყებლის მიერმრავალფეროვნების, თანასწორობისდატოლერანტობისპრინციპებისდაცვისშესახებ

1. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

3. მაუწყებელმა თავიდანუნდააიცილოსრელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არა ცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება.

4. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების და საბუთების მიზნით.

ამასთან, ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ შეახსენებს მაუწყებელს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, სიძულვილი ენა არის ერთადერთი რამ, რომელზეც ჟურნალისტი ვალდებულია, ჰქონდეს საკუთარი მართებული პოზიცია. მედიამ არა თუ თავად არ უნდა გამოიყენოს სიძულვილი ენა, არამედ არ უნდა შეიწყოს ხელი მის ტირაჟირებასაც. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

ყოველივე ზემთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მედიასაშუალებებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ ან სხვა ნიშნით შეფასებებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი – 2-ს, კი მოუწოდებს, გააკეთოს შესაბამისი განმარტება წამყვანის ქსენოფობიურ გამონათქვამთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42