თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, მის საფლავზე შაბათს, 19 ივლისს, 11:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოზე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება.
როგორც ,,ნიუპოსტს“ აფხაზეთს ა/რ უზენაესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, ,,ამ დღეს სახელოვანი მამულიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, თანამოაზრეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წევრები. პანაშვიდს მეუფე დანიელი გადაიხდის“.

თამაზ ნადარეიშვილს სამხედრო პატივს მიაგებს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი და საპატიო ყარაული.
თამაზ ნადარეიშვილს გაიხსენებენ საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა თამაზ ნადარეიშვილის 60 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური გახსენების საღამოს სექტემბერში გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






